„საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
„მათი გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თუ ისინი ამ ბერკეტს გამოიყენებენ, საქართველოში ისეთი ქაოსი შეიქმნება, რომ არალეგიტიმური გზით შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას. საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.