„ძალიან სამწუხაროა, თუმცა სანამ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა და მნიშვნელობა არ აქვს გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრი იქნება.
“ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ საუბარი არ არის პარტიის რიგით წევრებზე, აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ. ჩვენ ვართ ბოლომდე შეურიგებლები კორუფციასთან და მნიშვნელობა არ აქვს გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრი იქნება”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავა.