თენგიზ შარმანაშვილი: მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვცა ხმა – ჩვენი სახელით კი აღარ ველაპარაკებით მსოფლიოს, ველაპარაკებით ამომრჩევლის სახელით

„მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვცა ხმა – ჩვენი სახელით კი აღარ ველაპარაკებით მსოფლიოს, ველაპარაკებით ამომრჩევლის სახელით,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის მხრიდან უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს საშიშროება რომ არსებობდა ქართველმა ხალხმა იცოდა; ჩათვალა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ქართულ ინტერესებს ვიცავთ მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვცა ხმა. ჩვენი სახელით კი აღარ ველაპარაკებით მსოფლიოს, ველაპარაკებით მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის სახელით“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები