“ვინც ჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს; ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი” – იონათამიშვილი
“ვინც ჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი.
“ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში არც ენჯეოები არიან, არც სამოქალაქო სექტორი. ისინი ჩვეულებრივად აგენტურის ნაწილები არიან, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაზე დაწინაურებულიც კი აგენტურულ სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, მათ ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისინი, თავის საქმიანობას, თავის რესურსებს მთელი ამ წლების განმავლობაში ახმარდნენ ჩვენი ქვეყნის ძირის გამომთხრელ საქმიანობას. ჩვენ ვხედავთ მოძალადეთა ჯგუფს, რომლებსაც, როგორც ჩანს, დარჩათ მხოლოდ პროვოკაცია საქმიანობად და ეს არის სახე ზუსტად ამ დეგრადირებული აგენტურის, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ დაემხოთ და გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დაამხეს და გაანადგურეს საკუთარი თავები. რა თქმა უნდა, ვინც ჩადის კანონდარღვევას, ის პროპორციულად აგებს ამისთვის პასუხს. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისათვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ძალადობრივი, უხამსი გზებით ვინმემ რაიმე ხეირს მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში,” – აცხადებს იონათამიშვილი.