“ჩვენ ვერ ავიტანთ, რომ ჩაგვთვალონ მეორეხარისხოვან ქვეყნად, რომელსაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შემოუთვლიან დავალებებს და არც კი უნდა ვიკითხოთ, ისე უნდა დავიწყოთ ომი” – შარმანაშვილი
“ჩვენ ვერ ავიტანთ, რომ ჩაგვთვალონ მეორეხარისხოვან ქვეყნად, რომელსაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შემოუთვლიან დავალებებს და არც კი უნდა ვიკითხოთ, ისე უნდა დავიწყოთ ომი, იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდი პრაგმატულ ნაბიჯებს ელოდება დასავლეთისგან.
“ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ ყველანაირი დიალოგისთვის, მზად ვართ და ღია ვართ ყველანაირი საკითხის განხილვისთვის, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მაგრამ ჩვენთან საგნობრივ საუბარს არასოდეს აპირებენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ დამარცხდებიან არგუმენტების მოყვანაში, იმიტომ რომ ჩვენ უფრო სერიოზული არგუმენტები მოგვყავს მათ საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითმა“ საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად დიდი თანხა დახარჯა, ახლა კი ამ თანხის მიმღებებს თავის მართლება უწევთ ტყუილად დახარჯული ფულის გამო”.
„ეს ძალიან დიდი ინერციაა და დიდი ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობაა ამასთან დაკავშირებული. ამიტომ ვერ გამოდიან ამ ჩაკეტილი წრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ პრაგმატულად შეხედონ ამ ყველაფერს. ჩვენ ღია ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.