კავკასიას არქტიკული ციკლონი უახლოვდება
კავკასიაში არქტიკულ ციკლონს ელოდებიან. როგორც სომხეთის წარმომადგენელმა ერიციანმა განაცხადა, 26-27 ოქტომბერს სომხეთში მკვეთრად აცივდება. განცხადება მთავრობის სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მინისტრმა არმენ ერიციანმა გააკეთა. მინისტრის თქმით, რამდენიმე ოლქში ტემპერატურა 20 გრადუსით დაიწევს. აცივდება ერევანშიც. ამის მიზეზი ციმბირიდან წამოსული არქტიკული ციკლონი იქნება.