ებოლას მსხვერპლთა რაოდენობა 4877-მდე გაიზარდა

15 ოქტომბრიდან ებოლას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 322-ით და 4877 შეადგენა. ეს მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა. ორგანიზაციის განცხადებით, დაავადების დარეგისტრირებული და ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ ნიშნავს, რომ ეს სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა. ანუ დათვლა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ადგილობრივი რთული პირობების გამო ზედმეტად ნელა მიმდინარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლასგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების პირველ ჯგუფში ლიბერია, სიერა-ლეონე და გვინეა შედიან. მეორე ჯგუფში – ნაკლებად დაზარალებული ქვეყნები შედიან – სენეგალი, ნიგერია, ესპანეთი და აშშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები