25-26 ოქტომბერს ჭიათურის გზატკეცილზე, ე.ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ67-კმ68 (ქ.ჭიათურის გზატკეცილი, ე.ნინოშვილის ქუჩა) მონაკვეთზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 2025 წლის 25 ოქტომბერს ატარებს სახალხო დღესასწაულს ,,ჭიათურობა“, რის გამოც, საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 2025 წლის 25 ოქტომბერს 21:00 სთ-დან 26 ოქტომბრის 21:00 სთ-მდე.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-დან, 26 მაისის, გ.თხელიძის ქუჩების და გამსახურდიას სანაპიროს გავლით, საიდანაც შეუერთდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზას 68-ე კმ-ში, ე. ნინოშვილის ქუჩის გამოყენებით”, – წერია ინფორმაციაში.