23 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
2025 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ინფორმაციას “სემეკი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის თემაა: „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
📍 მისამართი:
სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“
თავისუფლების მოედანი, ლ. გუდიაშვილის ქ. N2, 0105″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.