ნინო წილოსანი – ევროკომისიიდან „მომავლის აკადემიაში“ თანხის ჩარიცხვაზე: ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა
„ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროკომისიიდან „მომავლის აკადემიაში“ თანხის ფარულად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებმა იპოვეს გარკვეული გამოსავალი, თუ როგორ შემოიტანონ უცხოური დაფინანსება და როგორ კვებონ ექსტრემიზმი.
„ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა და იმ კანონების მიუხედავად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იპოვეს გარკვეული გამოსავალი, თუ როგორ შემოიტანონ უცხოური დაფინანსება და როგორ კვებონ ექსტრემიზმი. ჩვენი მხრიდან გაკეთებული გამონაკლისი საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით აღმოჩნდა უცხოური დაფინანსების შემოსატანად საუკეთესო საშუალება. ამ შემთხვევაში „ფრანკლინის კლუბის“ შვილობილ ორგანიზაციაზეა საუბარი, სადაც ასევე მიედინებოდა უცხოური დაფინანსება გასული თვეების მანძილზე. ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც კანონის გვერდის ავლით იღებდნენ საკმაოდ მსუყე დაფინანსებას და ამის შესაბამისად აორგანიზებდნენ და იხდიდნენ რადიკალიზმში თანხებს, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ ქუჩაში“, – აღნიშნა წილოსანმა.