გორდულაძე – გახარიას პარტიაზე: საუბრობენ, რომ 89 დეპუტატი არალეგიტიმურია და მხოლოდ და მხოლოდ გახარიას 12-ეულია ლეგიტიმური; ამ აბსოლუტურ ოქსიმორონამდე არიან მისულები

“კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აქვს დაკარგული სახე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ – გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ჩართულ სხვა ე.წ. პარტიებთან ერთად უნდა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, რომ პარლამენტში უნდა შემომივიდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ახლა ვხედავთ, რომ სახე აქვთ დაკარგული და მათ მიერვე შეფასებულ არალეგიტიმურ პარლამენტში შემოვიდნენ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ 89 დეპუტატი არალეგიტიმურია და მხოლოდ და მხოლოდ გახარიას 12-ეულია ლეგიტიმური. ამ აბსოლუტურ ოქსიმორონამდე არიან მისულები“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები