ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბნის მესამე მიკრო-რაიონში მდებარე, “არქის” საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივანზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად, წყლის გამაცხელებელი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები