ირაკლი ქადაგიშვილი ISFED-ზე: ეს არის ორგანიზაცია, რომლის დევიზი არის – „გავაყალბოთ ყველაფერი, რისი გაყალბებაც შესაძლებელია“

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ონლაინ მედიების შესახებ ISFED-ის კვლევას გამოეხმაურა.

„საბოლოო ჯამში ვნებს იმ თავის დონორებსაც იმიტომ, რომ მათ ამით ექმნებათ აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა დაწყებული საქართველოს არჩევნებით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თუ სხვადასხვა პარტიისა თუ ორგანიზაციის მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებით. ამიტომ ეს არის ორგანიზაცია, რომლის დევიზი არის – „გავაყალბოთ ყველაფერი, რისი გაყალბებაც შესაძლებელია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები