“მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, ვინც სიმართლის და სამართლიანობის მხარეს დადგა და არ აჰყვა ევრობიუროკრატების მიზანმიმართულ, ანტიქართულ კამპანიას” – რატი იონათამიშვილი

“ლუქსემბურგში ევრობიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ძალიან დიდი ხანია, უნდათ. ეს ნიშნავს იმას, რომ საღი აზრი ევროპულ სტრუქტურებში ჯერ კიდევ ცოცხალია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

„ვისაც ამ ყველაფერზე გული შესტკივა, ის სამართლიანობის პოზიციას დაიკავებს და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, ვინც სიმართლის და სამართლიანობის მხარეს დადგა და არ აჰყვა ევრობიუროკრატების ამ მიზანმიმართულ ანტიქართულ კამპანიას.

ეს არ არის ანტი „ქართული ოცნების“ კამპანია, ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლებსაც ისინი აწარმოებენ. არ მოსწონთ ის, რომ ჩვენ თავისთავადი ერი ვართ და გვსურს თავად გადავწყვიტოთ ყველაფერი ის, რამაც ჩვენს ქვეყანას და თაობებზე უნდა მოახდინოს ზეგავლენა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ღირსების დაცვით. ღირსება მათთვის უცხო განცდაა და ამ ყველაფერს უპირისპირდებიან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები