საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე კარტოზია დაინიშნნენ.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.