მახაშვილი – პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლაზე: ეს იყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეცდომისა და დანაშაულის ზღვარზე გადის

„ეს იყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეცდომისა და დანაშაულის ზღვარზე გადის”, – ასე აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლას.

როგორც ის განმარტავს, მანდატების არგამოყენება მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო.

„ეს იყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეცდომისა და დანაშაულის ზღვარზე გადის. იმის გათვალისწინებით, რომ იცოდნენ, როგორ ჩატარდა არჩევნები და, ფაქტობრივად, პარლამენტში იყვნენ, რადგან მანდატებზე უარი არ თქვეს, მათი პოზიცია უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციაზე შეგნებულად წავიდნენ, თორემ რა შეიცვალა? ერთი წლის წინ რა იყო და ახლა რა არის? პარლამენტში რომ შემოვლენ, რას გააკეთებენ ისეთს, რასაც გარედან ვერ აკეთებდნენ? შემოსვლა სწორია, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთწლიან გალაშქრებას ვერ დავივიწყებთ. მათი ქმედება უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა. ეს დანაშაულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი ობსტრუქციის გზაზე შეგნებულად წავიდნენ და ამიტომ არ არის მხოლოდ შეცდომა, ეს საზოგადოების წინაშე დანაშაულის ზღვარზე გადის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები