ქვემო ქართლში 7500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქ. რუსთავში სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ნატანისა და შლამისგან წმენდას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოები გარდაბნის სარწყავ სისტემაში წყლის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად, ქ. გარდაბნისა და სოფლების თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, ქ. გარდაბანი, კაპანახჩი, ლელაშხა, თბილწყარო, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისისა და ჯანდარის 7500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.

2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები