ბუქარესტში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა – დაიღუპა 3 და დაშავდა 13 ადამიანი

რუმინეთის დედაქალაქში, საცხოვრებელი კორპუსის ორსართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 13 დაშავდა, – ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აფეთქება რვასართულიანი შენობის მეხუთე და მეექვსე სართულებზე მოხდა. ადგილზე ათზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, “შეტყობინება გაზის სუნის შესახებ ერთი დღით ადრე იყო მიღებული, გაიგზავნა სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებმაც შენობაში ბუნებრივი აირის არსებობის აღმოჩენის შემდეგ, მიწოდება გათიშეს”.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები