პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

იაპონიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერ ბუნმეი იბუკის შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა იაპონურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ოფიციალური ტოკიო ამ კუთხით ქვეყანას უწევს, მადლობა გადაუხადა.
“უმთავრესი თემა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტების დროს საუბრობს, არის სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხი. სწორედ ამიტომ დღეს საუბარი გაიმართა აფხაზეთის დაანონსებული ანექსიის კიდევ ერთ მცდელობაზე. იაპონიის მთავრობისგან და ყველა ოფიციალური პირისგან, ვისთანაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა, დიქსირდება, რომ არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აღნიშნა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტის იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები