ირაკლი ღარიბაშვილი Honeywell-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკული კორპორაცია Honeywell-ის დელეგაციას შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იყო.
პრემიერმა Honeywell-ის დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით მისასალმებელია ამერიკული კომპანიების საინვესტიციო პროექტები საქართველოში, რადგან აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო მათ სტაბილურ პოლიტიკურ გარემოსა და რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სერვისებს სთავაზობს, ქვეყანაში ძალიან დაბალია კორუფციისა და კრიმინალის დონე, არსებობს უმარტივესი საგადასახადო სისტემა და სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას Honeywell-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი დეივიდ კოეტე, კორპორაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მარკ ჯეიმსი, კორპორაციის თურქეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული პრეზიდენტი ორჰან გენისი, კორპორაციული კომუნიკაციის ვიცე-პრეზიდენტი და Honeywell-ის ქვეკომპანია Hometown Solutions-ის პრეზიდენტი ტომ ბაკმასტერი დაესწრნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები