ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად გადანაწილდება სახელმწიფო დაფინანსება უნივერსიტეტებზე, ფინანსების განაწილების დროს გათვალისწინებული იქნება განსხვავებული ფინანსური საჭიროებები

ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით, გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე.

„მეხუთე მიზანი ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. როგორც უკვე ითქვა, შრომის ბაზრის ანალიზს უნდა დაეფუძნოს კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებზე და კერძო სექტორთან, ბიზნესთან თანამშრომლობით უკვე გვქონდა წინასწარი კონსულტაციები, მომზადდება სიღრმისეული ანალიზი, მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება სწორედ ასეთ ანალიზს.

რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, ვფიქრობთ, რომ არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს. სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე. რა თქმა უნდა, ფინანსების განაწილების დროს, გათვალისწინებული იქნება, მათ შორის განსხვავებული ფინანსური საჭიროებები. მაგალითად მედიცინის ფაკულტეტზე თუ ჯდება უფრო ძვირი სტუდენტის მომზადება, მას მიეცემა უფრო დიდი დაფინანსება, ვიდრე მაგალითად, პირობითად იურიდიულ ან ეკონომიკურ ფაკულტეტზე თითოეული სტუდენტისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები