რატი იონათამიშვილი – EPDE-ის ანგარიშზე: როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე
“როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ორგანიზაცია EPDE-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
“ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის არჩევნები, როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, ევროპულმა პლატფორმა “დემოკრატიული არჩევნებისთვის” გამოაქვეყნა ანგარიში. ორგანიზაცია EPDE-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 “ყალბი” დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.