“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს” – ლევან მაჭავარიანი

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

ის ეხმაურება საკითხს, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისია ამერიკული “ფარას” კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვს, რისთვისაც კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკული ფარას ანალოგი საქართველოში, კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს.

“ჩვენ ამას ბოლო წლებია, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ და, შესაბამისად, თუ რამე სამართლებრივი დასაბუთება არსებობს, შეუძლიათ სამართლებრივად დაასაბუთონ. ფიზიკურად არ არსებობს და, ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა, იგივე კრიტიკა იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც, სადაც FARA უკვე თითქმის საუკუნეა მოქმედებს. თუმცა, ჩვენ არ გვგონია, რომ ამერიკასთან დაკავშირებით გაბედონ იგივე განცხადებებისა და დასკვნების გამოტანა“, – ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები