თორნიკე ჭეიშვილი: თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი
„თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, რის იმედიც გვაქვს, ვინაიდან გვაქვს ძალიან მყარი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, გაიწმინდება აგენტურული ძალებისაგან და ასპარეზი მიეცემათ იმ ძალებს, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.