“როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას და ეს არის ხელოვნურად შექმნილი, არის მიზანმიმართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს” – იონათამიშვილი
“როდესაც ჩვენ ვხედავთ კანონდარღვევას და ეს არის ხელოვნურად შექმნილი, არის მიზანმიმართული და ემსახურება იმას, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინოს თუ პოლიტიკურ ვითარებაზე არა, ეკონომიკურ ვითარებაზე მაინც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა
ის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები არ შედის. ცვლილებები შედის იმ კოდექსებში, როდესაც საუბარი არის უპასუხისმგებლო და კანონის დარღვევებზე რა ზომები უნდა დადგეს. ვინც არღვევს კანონს მან პასუხისმგებლობებიც უნდა აიღოს რა საკვირველია. ფაქტი არის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთი მაგალითიც არ არსებობს, რომ აზრის გამოხატვის, შეკრების უფლება დარღვეულიყოს ვინმესი მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ კანონდარღვევას და ეს არის ხელოვნურად შექმნილი, არის მიზანმიმართული და ემსახურება იმას, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინოს თუ პოლიტიკურ ვითარებაზე არა, ეკონომიკურ ვითარებაზე მაინც რა თქმა უნდა სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.