ლევან მახაშვილი – ვალტონენზე: შეუძლებელია ეუთო ახალისებდეს ან რაიმე ფორმით მხარს უჭერდეს ძალადობას და რადიკალიზმს რომელიმე სახელმწიფოში
„შეუძლებელია ეუთო ახალისებდეს ან რაიმე ფორმით მხარს უჭერდეს ძალადობას და რადიკალიზმს რომელიმე სახელმწიფოში,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მისი ეს გადაწყვეტილება ცალსახად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის და, ვიტყოდი, რომ მიუღებელია ეუთოს პრინციპებისთვის. შეუძლებელია ეუთო ახალისებდეს ან რაიმე ფორმით მხარს უჭერდეს ძალადობას და რადიკალიზმს რომელიმე სახელმწიფოში. როდესაც იქნება საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს სხვების წინაშე, რომ ყველამ იცოდეს, რომ როდესაც ეუთოს სახელით საუბრობს სხვა ქვეყნებში, რეალურად რა პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებს ეს ადამიანი“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს.