თბილისს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია (ფოტოკოლაჟი
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ლინას ლინკევიჩიუსმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ერთიანობის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაციის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.