„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, კომპანიამ ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ასზე მეტი თანამშრომელი გამოავლინა.

მათივე ინფორმაციით, საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები – ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ჯილდო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს. ჯამში 109 თანამშრომელი დაჯილდოვდა.

„საქართველოს რკინიგზა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაა. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვასრულებთ მოდერნიზაციის პროექტს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს. სალოკომოტივო პარკის განახლება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას, რაც თავის მხრივ, მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას. ასე რომ წინ ბევრი გეგმა გვაქვს, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზისთვის“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ რკინიგზელთა დღეზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერი „რკინიგზელთა დღედ“ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები