ფილიპინებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა(ფოტო,ვიდეო)

ფილიპინების სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ფილიპინებისა და ინდონეზიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

მიწისძვრა მანაის ქალაქიდან დაახლოებით, 20 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მას, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცენტრალური და სამხრეთ ფილიპინების სანაპირო ქალაქებში მცხოვრებლებს ევაკუაცია მოსთხოვეს, რადგან ხელისუფლების ცნობით, ტალღების მოქცევის დონე ერთ მეტრზე მეტი იყო.

მიწისძვრამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში საგანგებო სიტუაციებისა და ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

უკანასკნელი მიწისძვრა ფილიპინების ცენტრალურ პროვინცია სებუში სექტემბერში დაფიქსირდა, რასაც 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი – დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები