საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათის განმავლობაში დანიშნავს
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათის განმავლობაში დანიშნავს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი მადლობას უხდის სებასტიან ლეკორნუს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის“, – განუცხადეს AFP-ს ელისეს სასახლეში.
სახელმწიფოს მეთაურთან დაახლოებული წყარო არ გამორიცხავს, რომ პარასკევს საღამოსთვის მთავრობის შემადგენლობაც გამოცხადდება, თუმცა დანამდვილებით არაფერია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ სებასტიან ლეკორნუ მაკრონის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამოაზრედ ითვლება. მისი პრემიერ-მინისტრობა 27 დღეს გაგრძელდა.