ზელენსკის თქმით, რუსეთში საწვავის დეფიციტი 20%-მდე გაიზარდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებული თავდასხმების შემდეგ რუსეთში საწვავის დეფიციტმა უკვე 20%-ს მიაღწია.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინას მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რასაც რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციებიც ამას ადასტურებს.
„ჩვენი მონაცემებით, რუსეთში საწვავის დეფიციტი უკვე 20%-ს უახლოვდება – ეს ბენზინს ეხება. ისინი უკვე იყენებენ დიზელის რეზერვებს, რომლებსაც „შავი დღისთვის“ ინახავდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.