ევროკომისარი: დრონები ომის მომავალია და ჩვენ ამისთვის ცუდად ვართ მომზადებულები

ევროპარლამენტში გამოსვლისას თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განმარტა, თუ რატომ და როგორ უნდა მიაქციოს ევროკავშირმა განსაკუთრებული ყურადღება დრონებს, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით.

მისი გამოსვლის ტექსტი ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

კუბილიუსმა სიტყვით გამოვიდა პლენარულ დებატებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის ბოლოდროინდელ დარღვევებზე ერთობლივ რეაგირებას ეხებოდა. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოკაციები უგუნური იყო და გამოფხიზლების ზარად უნდა იქცეს.

„ჩვენ ძალიან პრაქტიკულად და ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. დრონები ომისა და პროვოკაციების მომავალია. სამწუხაროა, რომ გამოფხიზლებისთვის ბოლოდროინდელი პროვოკაციები დაგვჭირდა. და როგორც ჩანს, ამ მომავლისთვის ცუდად ვართ მომზადებულები“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, ამჟამად, ევროკავშირის თავდაცვის ძალები არ არიან მზად დრონების აღმოსაჩენად, დასანახად და თვალყურის დევნებისთვის, როდესაც ისინი საჰაერო სივრცეს არღვევენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 10 000 ევროს ღირებულების დრონის 1 მილიონი ევროს ღირებულების რაკეტით ჩამოგდება დაუსაბუთებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები