ავარია თურქეთში – დაღუპულია ხუთი ადამიანი
თურქეთში, მერსინის ერდემლის რაიონში, სოფლის მეურნეობის მუშების გადამყვანი მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა.
ავარიის შედეგად, ხუთი მუშა დაიღუპა და სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა. ადგილზე 12 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, მათ შორის სახანძრო სამსახურის ჯგუფები გაიგზავნა.
თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.