ღაზას დახმარების ფლოტილიიდან, 6 უცხოელი აქტივისტი კვლავ ისრაელის პატიმრობაში რჩება

ისრაელის იურიდიულმა ცენტრმა „ადალაჰმა“ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიიდან დაკავებული ექვსი საერთაშორისო აქტივისტი კვლავ ისრაელის პატიმრობაში რჩება.

“ექვსი მონაწილე, რომლებიც „გლობალური სუმუდის ფლოტილიაზე“ იმყოფებოდნენ და უკანონოდ დააკავეს ღაზას სექტორში მიმდინარე გენოციდის დროს, ისრაელის პატიმრობაში რჩებიან“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ნორვეგიის, მაროკოსა და ესპანეთის მოქალაქეები არიან.

„ადალაჰის“ განცხადებით, მისმა ადვოკატებმა ისრაელის ხელისუფლებას ოთხშაბათს მიმართეს დაკავებული აქტივისტების მონახულების მოთხოვნით, თუ ისინი ისევ პატიმრობაში დარჩებიან.

სამშაბათს, გამთენიისას, ისრაელის ხელისუფლებამ იორდანიის გავლით 130-ზე მეტი აქტივისტი დეპორტაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ისრაელის საზღვაო ძალები თავს დაესხნენ 40-ზე მეტი ნავისგან შემდგარ ფლოტილიას, რომელიც ღაზას სექტორისკენ მიემართებოდა, ისრაელის მიერ ანკლავის უკანონო ბლოკადის გასაპროტესტებლად, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 470-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები