მიანმარში ბუდისტურ ფესტივალზე ბომბი ჩამოაგდეს – არის მსხვერპლი
მიანმარში, ბუდისტურ ფესტივალზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა.
სამხედროებმა თავდასხმა ორშაბათს საღამოს განახორციელეს, როდესაც მიანმარის ცენტრში, ჩაუნგ უს რაიონში ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად დაახლოებით 100 ადამიანი იყო შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ფესტივალის მიმდინარეობისას ბომბები პარაპლანით ჩამოაგდეს.
მედიის ცნობით, საგაიანის რეგიონში ფესტივალთან ერთად, მიანმარის შეიარაღებული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც იმართებოდა.