თურქი ცნობილი სახეები ნარკოტიკებთან დაკავშირებული მასშტაბური გამოძიების ფარგლებში დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დღეს დილით ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც რამდენიმე ცნობილი მომღერალი და მსახიობი დააკავა,- ამის შესახებ თურქული მედია წერს.

როგორც მედია აღნიშნავს, დაკავებულთა შორის არიან ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიცაა კუბილაი აკა, კაან ილდირიმი, ჰადისე აჩიკგოზი, ბერაკ ტუზუნატაჩი, დუიგუ ოზასლან მუტაფი, დემეტ ევგარ ბაბატეში, ზეინეპ მერიჩ არალ კესკინი, ოზგე ოზპირინჩუნი, დერინ ტაილუ, ფეიზა. ბირჩე აკალაი, მეთინ აკდულგერი, სერენ მორეი ორკანი, დილან პოლატი, ენგინ პოლატი, სიმგე საგინი და მერტ იაზიჯიოღლუ.

ოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ნაწილია.

ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები