პუტინი – “2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება “სწორი და დროული” იყო.

ამის შესახებ პუტინმა  თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის ლიდერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა ნაბიჯი იყო განხილული და აუცილებელი, არსებული საფრთხეების ფონზე“.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები და მიმდინარე ოპერაციების მიმდინარეობა.

პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საბრძოლო მზადყოფნისა და ტექნიკური აღჭურვილობის სრულყოფაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინა უკან იხევს.

“კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს თავისი დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სრულიად მშვიდობიან სამიზნეებზე დარტყმას. ეს მათ არ დაეხმარება. ჩვენი ამოცანაა, რუსეთის მოქალაქეების, სტრატეგიული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები