მერცის ბოიკოტი ევროვიზიას – “თუ ისრაელი კონკურსიდან გამოეთიშება, გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს”

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა “ევროვიზია 2026”-ში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ ისრაელი კონკურსს გამოეთიშება.

მერცის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკას სოლიდარობისა და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ეყრდნობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროვიზია დარჩეს პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ევროპასა და პარტნიორ ქვეყნებს. თუ ისრაელი ვერ მონაწილეობს, ჩვენც ვერ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას კონკურსში. ვფიქრობ, სკანდალია, რომ ამაზე საერთოდ საუბრობენ. ისრაელს იქ თავისი ადგილი აქვს,“ – აღნიშნა მერცმა.

გერმანია წლებია, აქტიურად მონაწილეობს “ევროვიზიაზე”, როგორც კონკურსანტი, ისე ორგანიზაციული მხარის წარმომადგენელი. ქვეყანა კონკურსის „დიდ ხუთეულში“ შედის საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად. ესენი არიან ქვეყნები, რომელთა მაუწყებლები კონკურსის ყველაზე დიდი ფინანსური შემომწირველები არიან.

პარალელურად, „ევროვიზიის“ 70-ზე მეტმა ყოფილმა კონკურსანტმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც მოითხოვენ ისრაელისა და მისი ეროვნული მაუწყებლის, KAN-ის, კონკურსში მონაწილეობის აკრძალვას.

როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, მზარდი ზეწოლის წინაშე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გასულ თვეში დაადასტურა, რომ ნოემბერში ონლაინ კენჭისყრას ჩაატა”რებს, რის შედეგადაც ისრაელის მაუწყებელი KAN შესაძლოა “ევროვიზია 2026-დან გარიცხონ.

KAN-მა ნოემბრის კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ “ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კვლავაც შეინარჩუნებს თავის კულტურულ და აპოლიტიკურ ხასიათს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები