ორბანი – ზელენსკიზე: კვლავ იყენებს მორალური შანტაჟის ტაქტიკას, ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა

ის კვლავ იყენებს თავის ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას, რომ აიძულოს ქვეყნები მხარი დაუჭირონ მის ომის ძალისხმევას, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, „უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე“.

მისი თქმით, უნგრეთს არ აქვს იმის მორალური ვალდებულება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

„აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო უნგრელებისთვის. ის კვლავ იყენებს თავის ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას, რომ აიძულოს ქვეყნები მხარი დაუჭირონ მის ომის ძალისხმევას. ბატონო პრეზიდენტო, უნგრეთს არ აქვს იმის მორალური ვალდებულება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება. ევროკავშირის ხელშეკრულებაში გაურკვევლობა არ არის: გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ.

თუ ამის შეცვლა გსურთ, მედია კამპანია, რომელსაც უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებთ, მეგობრების შესაძენად საუკეთესო გზა ალბათ არ არის“, – წერს ორბანი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები