ფონ დერ ლაიენი: პუტინი მოხარულია, რომ ევროპაში მორჩილი მოკავშირეები ჰყავს, რომლებიც ევროკავშირში უთანხმოებას თესავენ
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ზიზღით უყურებს ევროკავშირს, სურს მისი ერთიანობის შელახვა და ევროკავშირში ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მას ბზარების შექმნაში ეხმარებიან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ დებატების დროს განაცხადა.
ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ პუტინს, თავისი „მორჩილი მოკავშირეების“ მეშვეობით, ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩა სურს.
„შეხედეთ, რა მოხდა გასულ კვირას სოჭში, როდესაც პუტინი „ვალდაის“ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი სიტყვები ყურადღებას იმსახურებს. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპა უკრაინაში აგრესიულ ომში“, – ხაზი გაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.