მედია: ისრაელმა და „ჰამასმა“ ეგვიპტეში არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს

ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში მძევლებისა გაცვლისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დელეგაციები განიხილავენ დაკავებულებისა და პატიმრების გათავისუფლებისთვის ნიადაგის მომზადების საკითხს, რაც შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას ღაზაში ომის დასრულების შესახებ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები გაცვლის მექანიზმის შესაქმნელად ორივე მხარესთან მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები