ევროკომისარი: კრემლი უკვე განიხილავს ევროპაში შეჭრას

კრემლი ნატოს ქვეყნებში რუსეთის შესაძლო შეჭრას განიხილავს. დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„მე ვენდობი სადაზვერვო სამსახურებს. გერმანიის დაზვერვა კი აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმად, კრემლი ნატოზე თავდასხმას განიხილავს. და თუ ისინი ამაზე საუბრობენ, გეგმავენ თუ არა თავდასხმას? ჩვენ არ ვიცით. ​​თუმცა, ასეთი სიგნალები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. შესაძლოა, ისინი მართლაც მზად იყვნენ ომისთვის. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და ვისწავლოთ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ რუსებისგანაც“, – თქვა მან.

კუბილიუსის თქმით, რუსული არმია უკრაინაში ჩიხშია ჩაფლული და ეს კრემლში არავის აწყობს. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი თანამედროვე საომარ ტაქტიკასთან ადაპტირდა და უზარმაზარი რაოდენობის იარაღს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები