აშშ-ში დამტკიცდა კანონპროექტი, რომელსაც მოკლული უკრაინელი ქალის, ირინა ზარუცკაიას სახელი მიენიჭა

ჩრდილოეთ კაროლინას წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც მოკლული უკრაინელი ქალის, ირინა ზარუცკაიას სახელი მიენიჭა.

უკრაინელი ლტოლვილი მეტროში, ფსიქიკური აშლილობის მქონე, არაერთგზის ნასამართლევმა მამაკაცმა მოკლა.

კანონი მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას იმ პირებისგან, რომლებიც “ძალადობის მაღალ რისკს” წარმოადგენენ.

დოკუმენტი ძალადობრივ დანაშაულებში ბრალდებულთა წინასწარი გათავისუფლების პირობებს ამკაცრებს, აუქმებს გირაოს, ადგენს ახალ პროცედურებს სისხლის სამართლის სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების დანიშვნისთვის და ამკაცრებს სიკვდილით დასჯის სააპელაციო საჩივრების შეტანის ვადებს.

რესპუბლიკელი ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ძალადობრივი და განმეორებითი დამნაშავეების გათავისუფლების თავიდან აცილებას და მაგისტრატების პასუხისმგებლობის გაზრდას გათავისუფლების გადაწყვეტილებებზე.

„ირინას კანონი მხოლოდ დასჯას არ ეხება, ის პრევენციას ეხება. ძალადობრივი დამნაშავეებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების სავალდებულოდ დაწესებით და წინასწარი გათავისუფლების პირობების გამკაცრებით, ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯებს ვდგამთ ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად“, – განმარტავენ ხელმომწერი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები