რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს „გაანადგურებს“.
პუტინის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იქნება „საშიში ესკალაცია“, რომელიც არა მხოლოდ ომის ზონაში, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას.
“თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ამ ტიპის იარაღის მიწოდებას, ამას მოჰყვება უკიდურესად მძიმე შედეგები ორმხრივ ურთიერთობებზე,“ – აღნიშნა პუტინმა.
კრემლის ლიდერმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მსგავს ნაბიჯს „პირდაპირ მტრულ ქმედებად“ მიიჩნევს და შესაბამის პასუხს გასცემს.