“ჰამასი” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ განიარაღებაზე დათანხმების შესახებ, უარყოფს

პალესტინის დაჯგუფება „ჰამასმა“ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის “ღაზას გეგმის” ფარგლებში, იარაღის ჩაბარებას დათანხმდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასი“ მზად იყო თავისი იარაღი პალესტინელ–ეგვიპტურ კომიტეტს გადასცემოდა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.

„კატეგორიულად უარვყოფთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ შეთითხნილ ბრალდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და “ჰამასის” პოზიციის შესახებ იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დაჯგუფების მაღალჩინოსანმა მაჰმუდ მარდავიმ.

მისი თქმით, აღნიშნული ცნობები „უსაფუძვლოა“ და მიზნად ისახავს „‘ჰამასის’ პოზიციის დამახინჯებას და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას“.

მარდავიმ მედიას მოუწოდა, ინფორმაცია გადაამოწმონ და დაეყრდნონ სანდო წყაროებს, ჟურნალისტებს კი — არ წამოეგონ ჭორებსა და დაუდასტურებელ ცნობებს.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ორშაბათს “ჰამასისა” და ისრაელის დელეგაციებს უმასპინძლებს, რათა ტრამპის “ღაზას გეგმის” ფარგლებში პატიმრების გაცვლის შეთანხმების დეტალები განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები