საფრანგეთში ლგბტ ხანდაზმულებისთვის პირველი საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
ლიონის კრუა-რუსის რაიონში, პირველი „მრავალფეროვნების სახლი“ გაიხსნა.
ეს საცხოვრებელი ლგბტ+ ხანდაზმულებისთვისაა განკუთვნილი, რაც საფრანგეთში პირველი შემთხვევაა. ხუთსართულიან შენობაში თითოეულ მაცხოვრებელს საკუთარი პატარა კერძო ბინა აქვს, თუმცა სამზარეულო, მისაღები ოთახი და ბაღი ერთადაა.
პროექტი, რომელიც 2012 წელს ბერლინში შექმნილი საცხოვრებელი სივრცით არის შთაგონებული, მიზნად ისახავს ლგბტ+ ადამიანების მარტოობის შემსუბუქებას.
დადგენილია, რომ 60 წელს გადაცილებული მილიონი ლგბტ ადამიანიდან დაახლოებით ყოველი მეორე მარტო ცხოვრობს და 90% უშვილოა.
პროექტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია Les Audacieuses & Les Audacieux-ის მიერ და მხარდაჭერილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მადრიდის წითელი ჯვრის ჩართულობით.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სახლში თხუთმეტივე ბინა გაყიდულია.