საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს გადადგომა დაადასტურა.
როგორც მედია აღნიშნავს, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების ალბათობა მკვეთრად გაიზარდა და მმართველ პარტიას პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა აღარ ჰქონდა.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, პრემიერის გადადგომამ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა.
ლეკორნი, რომელიც თანამდებობაზე ორ კვირის წინ დაინიშნა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ახალ მთავრობას ხელმძღვანელობდა. თუმცა, ოპოზიციურმა ბლოკებმა, მის პროგრამას მხარი არ დაუჭირეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაკრონი უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, საფრანგეთში პოლიტიკური არასტაბილურობა ივნისის პარლამენტური არჩევნების შემდეგ გამწვავდა, როცა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუღია აბსოლუტური უმრავლესობა.