სირიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

სირიაში დიდი ხნის მმართველის, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები ტარდება , რაც დემოკრატიული არჩევნებისკენ გადადგმული მერყევი ნაბიჯია,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

პირდაპირი სახალხო კენჭისყრა არ ჩატარებულა, რადგან დროებითმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოქალაქეების გადაადგილება და დოკუმენტების დაკარგვა ომის წლებში ამ ეტაპზე ასეთ ნაბიჯს შეუძლებელს გახდიდა. ამიტომ, ხმის მიცემის უფლება საარჩევნო კოლეგიის წევრებს ჰქონდათ.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არჩევნები 14-დან 3 პროვინციაში არ ჩატარდა.

დადგენილი წესების მიხედვით, 210 კაციან საკანონმდებლო ორგანოში კოლეგიამ დეპუტატების ორი მესამედი აირჩია, ერთ მესამედს კი პრეზიდენტი ალ-შარა წარადგენს. წესების თანახმად, კანდიდატები არ უნდა იყვნენ „ყოფილი რეჟიმის მხარდამჭერები“ და არ უნდა უჭერდნენ მხარს გამოყოფას ან დაყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები