თეა წულუკიანი: პრეზიდენტს უკიდურესად სიმბოლური დატვირთვა აქვს

პრეზიდენტს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ ეკა ბესელიას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი სახელისუფლებო შტო არ არის და მას სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა.
ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ არსებობს ხელისუფლების სამი შტო და პრეზიდენტი, როგორც გამაერთიანებელი და გარანტი იმისა, რომ შტოებს შორის ურთიერთობა იყოს ნორმალური.
“ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც დემოკრატიული სისტემა არსებობს, არის სამი სახელისუფლებო შტო. აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო. საკანონმდებლო ხელისუფლებას დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, სასამართლო ხელისუფლებას ჯერ კიდევ კონსტანტინე კუბლაშვილი მართავს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია ირაკლი ღარიბაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენი კონსტიტუციით, ის არის გარანტი იმისა, რომ სამი შტო ერთმანეთთან ეფექტიანად იურთიერთებს. ის არის გამაერთიანებელი და გარანტი ტერიტორიული მთლიანობისა. დიახ, პრეზიდენტს აქვს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა, მისი პოზიცია არის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები