ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვაზე დუმილი ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს მოთხოვნით, ქვეყნის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩუსმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

ადომავიჩუსმა აღნიშნა, რომ ეს არა მისივე შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო მოხდა, რომელიც მისი ოჯახის უსაფრთხოებას ემუქრებოდა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ყირიმს უკრაინის ნაწილად, მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ისე საზოგადოების მხრიდან.

ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური პოზიცია უცვლელია, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და მისი ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

მინისტრმა გადადგომის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი კომენტარისგან თავის შეკავება პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა არ ყოფილა, თუმცა განაცხადა, რომ პატივს სცემს მთავრობის გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები